სანდრო რაქვიაშვილი - არ მჯერა, რომ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება, „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს, ამიტომ ეს საბაბია, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ „ნაციონალური მოძრაობა“
არ მჯერა, რომ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება, პირველ რიგში იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს, ამიტომ ეს, უბრალოდ, საბაბია, რომ კიდევ ერთხელ „ნაციონალური მოძრაობა“ გავიხსენოთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
როგორც სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის შექმნაში მონაწილეობას არ აპირებს.
„არ ვაპირებ ამ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას, რადგან ამ საკითხში არ მაქვს კომპეტენცია, რომ იქ განსაკუთრებული დახმარება კოლეგებს გავუწიო და, ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობის საკითხია, მაგრამ მხარს დავუჭერ, თუ შეძლებენ – მშვენიერი. არ მჯერა, რომ კომისია შეიქმნება, პირველ რიგში იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს ამას, ასევე, როგორც ვიცი, გახარიას პარტიაც არ უჭერს მხარს, ამიტომ ეს, უბრალოდ, საბაბია, რომ კიდევ ერთხელ „ნაციონალური მოძრაობა“ გავიხსენოთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.