სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოს დაძლევის კენჭისყრა გააყალბა
სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოს დაძლევის კენჭისყრა გააყალბა

პარტია „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ ვეტოს დაძლევის კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში „ქართული ოცნების“ 78 დეპუტატი არ იმყოფებოდა, შესაბამისად, 78 დეპუტატი ვეტოს დაძლევას მხარს ვერ დაუჭერდა.

როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილმა აღნიშნა, „ ქართული ოცნების“ მხოლოდ 73 დეპუტატი იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში.

„ორშაბათს პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართავ, ამოიღონ კამერების ჩანაწერები, რათა დავადგინოთ ის ხალხი, ვინც ხმა მისცა ვეტოს დაძლევას, შენობაში მაინც თუ იყვნენ ფიზიკურად. კენჭისყრის ტრანსლაცია ხელმისაწვდომია და ცხადია, საჭირო რაოდენობის ხალხი არ იყო კენჭისყრაზე“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილი აცხადებს, როცა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა, მან დააყენა მოთხოვნა, გადაეთვალათ, იყო თუ არა დარბაზში კვორუმისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა, თუმცა, რეგლამენტის მოთხოვნის მიუხედავად, ეს პროცედურა შალვა პაპუაშვილმა არ შეასრულა.

„კენჭისყრის ტრანსლაცია ხელმისაწვდომია და ცხადია, რომ ეს ხალხი არ იყო კენჭისყრაზე. ეჭვი მეპარება, ისინი საერთოდ შენობაში ყოფილიყვნენ, საუბარია ხუთ და არა ერთ დეპუტატზე. მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, ან მისი სიმართლე დაამტკიცოს, ან – ჩემი. არალეგიტიმურად არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარით თუ უნდათ გააგრძელონ ცხოვრება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, კვორუმის არარსებობის პირობებში თუ მოხდა გადაწყვეტილების მიღება, მაშინ ეს შედეგები უნდა გაუქმდეს.