სანდრო ბოტიჩელის „ვენერამ“ ორი თვის შემდეგ ეროვნული გალერეა დატოვა. ტურინის„ გალერეა საბაუდას“ კოლექციაში დაცული შედევრი 55 000-ზე მეტმა ვიზიტორმა იხილა. ნამუშევარი საქართველოში 29 ნოემბრამდე უნდა დარჩენილიყო, თუმცა დამთვალიერებელთა განსაკუთრებული ყურადღების გამო, გამოფენა 18 ნოემბრამდე გაგრძელდა.
სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ 1930 წლიდან ტურინის „გალერეა საბაუდას“ კოლექციის ნაწილია. ბოტიჩელის მსგავსი ტიპის კიდევ ორი „ვენერაა“ ჩვენამდე შემორჩენილი. მათგან ერთი ბერლინის სამხატვრო გალერეაში, ხოლო მეორე – ჟენევაში, კერძო კოლექციაში ინახება.
„საბაუდას გალერეაში“ დაცულ ტილოზე ბოტიჩელი „ვენერას“ მუქ ფონზე გამოსახავს. ეს „ვენერა“ რენესანსის ეპოქის ნეოპლატონური ფილოსოფიის თანახმად, სიყვარულის ორი ასპექტის – გრძნობისმიერისა და ღვთაებრივის განსახიერებაა.