სანდრა რულოვსმა პოლიციელებს მიმართა - თქვენ არ უნდა გახდეთ მონები და არც სისტემის მსხვერპლნი
მინდა, მივმართო პოლიციელებს, ეს არის თქვენი ქვეყანა, თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ როგორ გექცეოდნენ წინა მთავრობის დროს, და ასე იქნება ისევ, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა.
როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა, პოლიციელები არ უნდა გახდნენ მონები და არც სისტემის მსხვერპლი.
„მე ვიცი თქვენი დამოკიდებულება, ყველა ნაბიჯს ვუყურებ თქვენსას კამპანიის დროს და ყოველთვის არის ძალიან თბილი, დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. ახლა მე მესმის, რომ თქვენ იძულებულები ხართ, აქ დგეხართ, მაგრამ ვიცი, რომ თქვენ არ დაუშვებთ პროვოკაციას და თქვენ უნდა იდგეთ ხალხის მხარეზე“, – მიმართა სანდრა რულოვსმა პოლიციელებს.