სანდრა რულოვსი - მზად ვარ, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ავიღო იარაღი ხელში და ეს არის ხალხის ძალა
მზად ვარ, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ავიღო იარაღი ხელში და ეს არის ხალხის ძალა, ამ იარაღს აუცილებლად გავაძლიერებ, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა.
როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ახლა ბევრად უფრო ძლიერად გრძნობს თავს.
„კიდევ ერთხელ შევედი ამ ომში, რადგან ბრძოლას აქვს აზრი და მე ახლა ბევრად უფრო ძლიერად ვგრძნობ თავს, რადგან ვხედავ, რომ ქვეყანა ძალიან მალე საერთოდ აღარ იარსებებს ან შეიძლება, რომელიმე დღეს ოლგარქის მიერ გადაეცეს რუსეთს ან გაიყიდოს. როგორც ჩანს, ივანიშვილი არჩევნების გზით არსად მიდის. შევდივარ ბრძოლაში, თუ დღესვე ან ხვალვე იტყვიან, რომ გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი, მაშინ გამოვალ ასეთი ინიციატივით, რომ აქ უკვე ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი. არჩევნების რწმენა არავის აღარ აქვს, მაშინ სხვა ბრძოლაში აღარ უნდა შევიდეთ. ეს ნიშნავს, რომ მზად ვარ, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ავიღო იარაღი ხელში და ეს არის ხალხის ძალა, ამ იარაღს აუცილებლად გავაძლიერებ“, – განუცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში სანდრა რულოვსმა.