სანდრა რულოვსი გიორგი შენგელიას დებატებისთვის განმუხურის ამფითეატრს სთავაზობს 
სანდრა რულოვსი გიორგი შენგელიას დებატებისთვის განმუხურის ამფითეატრს სთავაზობს 

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი შენგელიას დებატებში განმუხურის ამფითეატრში იწვევს.

როგორც სანდრა რულოვსის მიმართვაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ვთავაზობ ღია საუბარს ხალხთან, ღია სივრცეში.

„ჩვენ ივანიშვილის ხელისუფლებასთან სალაპარაკო არ გვაქვს, ხელისუფლებასთან, რომელმაც მთელი ქვეყანა გააღატაკა. ჩვენ ვესაუბრებით ხალხს – პრობლემებზე და გამოსავლის გზებზე.

ამიტომ, „ოცნების“ კანდიდატს ვთავაზობ ღია საუბარს ხალხთან – ღია სივრცეში და არა ივანიშვილის მიერ მართულ ტელევიზიებში.

აქ, განმუხურის გაჩერებულ ამფითეატრში, სადაც დისკუსიაში ჩვენთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ზუგდიდელები, გამოთქვამენ თავის წუხილებს და, სადაც ყველა ტელევიზიას ექნება დასწრების და გაშუქების თანაბარი შესაძლებლობა“, – აღნიშნულია რულოვსის მიმართვაში.