სანდრა რულოვსი - დღევანდელი გეგმების შესახებ არ ვიცი, თუმცა მე ჯანდაცვის სფეროზე ალბათ რაღაცებს ვიტყვი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ არ იცის, რა გეგმები გაჟღერდება ლიეჟში დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა თავად სავარაუდოდ ჯანდაცვის სფეროზე ისაუბრებს.
„ძალიან ბევრი ხალხია ჩამოსული. ცუდი ამინდის მიუხედავად, ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ იქნება კარგი შეხვედრა, კონკრეტული გეგმები იქნება ნათქვამი. ამ გეგმების შესახებ არ ვიცი, თუმცა მე ჯანდაცვის სფეროზე ალბათ რაღაცებს ვიტყვი. რა თქმა უნდა, ვიზიარებ მის პატრიოტიზმს და გეგმებს საქართველოს განვითარების შესახებ“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
შეგახსენებთ, ბელგიის ქალაქ ლიეჟში დღეს მოძრაობა „ერთად სახლში“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს.