„სანდეი თაიმსი“ - ე.წ. ხისტი ბრექსიტის შემთხვევაში დიდ ბრიტანეთს საკვების, საწვავის და წამლების დეფიციტი ემუქრება
ე.წ. ხისტი ბრექსიტის შემთხვევაში დიდ ბრიტანეთს საკვების, საწვავის და წამლების დეფიციტი ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას „სანდეი თაიმსი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, მათ ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ მთავრობის საიდუმლო დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე გაერთიანების დატოვების შემთხვევაში გაერთიანებულ სამეფოს ქაოსი ემუქრება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ხისტი“ ბრექსიტის დროს მოსალოდნელია ბრიტანული პორტების მუშაობის შეფერხება, პრობლემები ირლანდიასთან საზღვარზე და ასევე, სოციალური ხარჯების მკვეთრი ზრდა. როგორც საიდუმლო ანგარიშიდან ირკვევა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა მოვლენების ამ სცენარით განვითარებისთვის მზად საერთოდ არ არის.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს.