შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ცხრა ერთეული ახალი მსუბუქი ავტომობილი გადასცა.
შსს-ს ცნობით, ავტომობილების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ შარაძე ესწრებოდა.
„აღნიშნული ავტომობილები სადარაჯო ხომალდების და კატარღების ეკიპაჟებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში გადაეცათ.
საქართველოს სანაპირო დაცვის ავტოპარკის განახლების მიზანს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა წარმოადგენს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.