სანაკრებო პაუზაზე „ლოკომოტივმა“ „მერანი“ დაამარცხა #1TVSPORT
სანაკრებო პაუზაზე „ლოკომოტივმა“ „მერანი“ დაამარცხა #1TVSPORT

სანაკრებო პაუზა თბილისის „ლოკომოტივმა“ ტესტ-მატჩით შეავსო – გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თანაქალაქელ „მერანს“ შეხვდა და უხვგოლიან მატჩში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. „ლოკომოტივს“ რამდენიმე მოთამაშე ვერ ეხმარებოდა – ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული მეკარე გიორგი მამარდაშვილი და გურამ კაშია, ასევე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ბელარუსთან სპარინგზე მიწვეული რატი მჭედლიშვილი, ბექა დარცმელია და გიორგი იაკობიძე. 

მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და „ლოკომოტივმა“ 4:3 გაიმარჯვა. გოლები ანდრონიკაშვილის, კახაბრიშვილის, თავზარიშვილისა და ულად-ომარ იმრანის ანგარიშზეა.

„ლოკომოტივი“: თევდორაძე, ბუიღლიშვილი, ანდრონიკაშვილი, ჯაფარიძე, მელიქიშვილი, მენთეშაშვილი, ხარაზიშვილი, ხუციშვილი, მუკბანიანი, კახაბრიშვილი, გავაშელიშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: კოპალიანი, სანდოხაძე, გურეშიძე, სამურკასოვი, შონია, სიჭინავა, თავზარიშვილი, იმრანი, კირკიტაძე, სიხარულიძე.