სან-პაულუში ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატ ჟაირ ბოლსონარუს მომხრეთა წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
სან-პაულუში ბრაზილიის პრეზიდენტობის დამარცხებული კანდიდატ ჟაირ ბოლსონარუს მომხრეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
დემონსტრანტები უკვე მეორე დღეა, აპროტესტებენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც, არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა ლულა და სილვამ გაიმარჯვა.
ჟაირ ბოლსონარუს მომხრეები დღეს ბრაზილიის რამდენიმე ქალაქში შეიკრიბნენ. სან-პაულუში მომიტინგეებმა გზა გადაკეტეს, რა დროსაც სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ბრაზილიაში 30 ოქტომბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება ქვეყნის ყოფილმა ლიდერმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ მოიპოვა. მან ამომრჩეველთა ხმების 50.9% მიიღო, მისმა მოწინააღმდეგე ჟაირ ბოლსონარუმ კი – 49,1%.