სან-პაულუს მერის განცხადებით, კორონავირუსის გამო ჯანდაცვის სისტემა შესაძლოა, ჩამოიშალოს
ბრაზილიის უდიდესი ქალაქის, სან-პაულუს მერის განცხადებით, კორონავირუსის გამო ჯანდაცვის სისტემა შესაძლოა, ჩამოიშალოს.
ბრუნო კოვასის თქმით, სასწრაფო დახმარების საწოლებზე მოთხოვნა იზრდება და ქალაქის საავადმყოფოები შესაძლოა, ორ კვირაში საკმარისი აღარ იყოს.
სან-პაულუ ბრაზილიის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონია, სადაც „კოვიდ-19“-ით უკვე 3 000-მდე ადამიანი დაიღუპა.
სან-პაულუში 12 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სოციალური დისტანცირების წესებს არღვევს.
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 938 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების საერთო მაჩვენებელმა კი 241 000-ს გადააჭარბა.
ბოლო ერთ დღეში ბრაზილიაში „კოვიდ 19“-ს 485 ადამიანი ემსხვერპლა.