სან ფრანცისკოში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების მკვეთრი მატების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
სან ფრანცისკოში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების მკვეთრი მატების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
სან ფრანცისკოს მერის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ადგილობრივ ხელისუფლებას მობილიზაციის მეტ საშუალებას მისცემს, რათა ვირუსის შემთხვევების მატება თავიდან იქნას აცილებული.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქალაქში „მაიმუნის ყვავილის“ 260 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ქალაქის ჯანდაცვის საზოგადოებრივი დეპარტამენტის ინფორმაციით, სან ფრანცისკომ „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინის 4 200 დოზა მიიღო, რომელიც უახლოეს დღეებში კლინიკებს გადაეცემა.