სან დიეგოში სროლის შედეგად სამართალდამცველები დაშავდნენ
სან დიეგოში სროლის შედეგად სამართალდამცველები დაშავდნენ

სან დიეგოში სროლის შედეგად ორი პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაიჭრა. ინციდნეტი სან დიეგოს კოლეჯთან ახლოს მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი. უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ თავდამსხმელი მოკლეს.

დაჭრილი პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

გამოძიების ცნობით, პოლიცია სან დიეგოს კოლეჯის სიახლოვეს ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოიძახა, რომელიც ძალდობის შესახებ იუწყებოდა. ადგილზე მისულ პოლიციას სახლის მეპატრონემ ცეცხლი გაუხსნა.
მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.