სან-დიეგოში, აშშ-მექსიკის საზღვარზე პოლიციამ 32 რელიგიური ლიდერი და აქტივისტი დააკავა
სან-დიეგოში, აშშ-მექსიკის საზღვარზე პოლიციამ 32 რელიგიური ლიდერი და აქტივისტი დააკავა, რომლებიც ცენტრალურამერიკელი მიგრანტების მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის მხარეს, მექსიკის საზღვართან 400-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა, მათ შორის ეკლესიების, მეჩეთებისა და სინაგოგების სასულიერო პირები.
აქციის მონაწილეებმა აშშ-ის მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციის შეწყვეტისკენ და იძულებით გადაადგილებული პირების მიღებისკენ მოუწოდეს. როდესაც აქციის მონაწილეებმა საზღვართან მიახლოება სცადეს, მათი ნაწილი სამართალდამცველებმა დააკავეს.
მექსიკის მხარეს, ტიხუანის შტატში ათასობით მიგრანტია შეკრებილი, რომლებსაც აშშ-ში გადასვლა სურთ.