სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე ჯარიმები წესდება
სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე ჯარიმები წესდება

სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე ჯარიმები წესდება. შესაბამისი სანქციები გათვალისწინებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტით, რომლის ინიცირება 17 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის შემთხვევაში დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით გამოიწვევს (არაუმეტეს 2 000 ლარის), ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის მიმართ – 200 ლარის ოდენობით (არაუმეტეს 4 000 ლარის).

ასევე 200 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიმართაც, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება. იმ შემთხვევაში, თუ ეს თანხა 100 000 ლარს აღემატება, მაგრამ არა 500 000 ლარს, პირის დაჯარიმება 600 ლარით მოხდება (არაუმეტეს 10 000 ლარის).
ცვლილებებით, 1000 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიმართ, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება.

ინიციატივის მიხედვით, პირი, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის, 100 ლარის ოდენობით დაჯარიმდება (არაუმეტეს 2 000 ლარის).