სამწუხარო სენსაცია: საქართველოს 19-წლამდელებმა ანდორას ვერ მოუგეს
სამწუხარო სენსაცია: საქართველოს 19-წლამდელებმა ანდორას ვერ მოუგეს

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა, მოულოდნელად, ვერ შეძლო ანდორას ნაკრების დამარცხება.

უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, ჩვენი გუნდი ნიკა ნინუას ერთადერთი გოლით იგებდა, მაგრამ 86-ე წუთზე გრაუ სამპერმა ანგარიში გაათანაბრა და საქართველომ უმნიშვნელოვანესი ორი ქულა დაკარგა – 1:1.

აღსანიშნავია, რომ 45-ე წუთიდან მოყოლებული, გიორგი ყიფიანის გუნდი 10 კაცით თამაშობდა – მოედნიდან დარცმელია გააძევეს.

საქართველომ პირველ ტურში 0:1 წააგო შესარჩევის მასპინძელ ბოსნიასთან, მესამე ტურში კი საფრანგეთს შეხვდება, რომელმაც ანდორასა და ბოსნიას მოუგო და ექვსი ქულით ჯგუფის ლიდერია.

ყიფიანის გუნდს ფინალურ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი კიდევ დარჩა, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ ჩვენმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხოს, პარალელურად კი ანდორამ მასპინძელ ბოსნიას მოუგოს.