შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ზ.ღ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. ბრალდებული სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 15 აბი და რამდენიმე ნატეხი, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.