„სამტრედიის“ ლეგიონერი - ქართული ლიგა უფრო ძლიერი მეგონა # 1TVSPORT
მცველმა აბდულა ხაიბულაევმა, რომელიც ზამთარში აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბ „საბაჰიდან“ ეროვნული ლიგის „სამტრედიაში“ იჯარით გადავიდა, თავის დებიუტზე გამოცემა „აზერისპორტთან“ ისაუბრა და საკუთარი გუნდი და საქართველოს ჩემპიონატი საკმაოდ უდიერად მოიხსენია.
„დებიუტი ისეთი არ გამოვიდა, როგორც მინდოდა. სასტარტო შემადგენლობაში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ თამაშამდე დაახლოებით სამი საათით ადრე მწვრთნელმა მითხრა, რომ შეცვლაზე ვითამაშებდი. მოედანზე ბოლო 15 წუთი შევედი, რასაც ასევე არ ველოდი, რადგან ვფიქრობდი, რომ მეტი დრო მომეცემოდა.
საქართველოს ეროვნული ლიგის შეფასებისას გულწრფელი ვიქნები. მეგონა, რომ უფრო ძლიერ ჩემპიონატში ვითამაშებდი. თუ გახსოვთ, ადრე ვთქვი, რომ აქ (საქართველოში) უფრო სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ, რამდენადაც ვხედავ, ბურთის საჯარიმოდან გამოტანის მეტს არაფერს აკეთებენ. ყოველ შემთხვევაში, „სამტრედიაში“ ასეა“, – განაცხადა ხაიბულაევმა.
შეგახსენებთ, რომ „სამტრედიამ“ პირველ ტურში „თელავი“ დაამარცხა (1:0).