სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში სამი პაციენტის კვლევის პასუხს ელოდებიან
სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ქუთაისის ლაბორატორიიდან ახალ კორონავირუსზე სამი პაციენტის კვლევის პასუხს ელოდებიან.
გასული 24 საათის განმავლობაში ცხელების სიმპტომით აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას სამმა პაციენტმა მიმართა. კლინიკის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის, ლელა ხურციძის ინფორმაციით, პაციენტებს უკვე აუღეს სინჯები და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.
პასუხები სავარაუდოდ ხვალ დილით გახდება ცნობილი.