სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში მოთავსებულ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში მოთავსებულ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ორივე პასუხი უარყოფითია.

ამასთან, სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის, ლელა ხურციძის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სტაციონარში ცხელების სიმპტომით ერთი ახალი პაციენტი შევიდა.

ხურციძის თქმით, პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.