სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში გამოკვლეულ კიდევ ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ერთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორმა, ლელა ხურციძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, სტაციონარში ახალი პაციენტები არ მიუღიათ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 642 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 349 პაციენტი.