სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ექვს პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ექვსი პაციენტის ტესტის პასუხი მიიღეს და ექვსივე პასუხი უარყოფითია, მათ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორმა, ლელა ხურციძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სტაციონარს ერთმა პაციენტმა მიმართა. მას სინჯს აუღებენ და ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნიან.