სამტრედიის „ცხელების ცენტრში“ ოთხი საეჭვო პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
სამტრედიის „ცხელების ცენტრში“ ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს და ოთხივე პასუხი კორონავირუსზე არის უარყოფითი.
გასული 24 საათის განმავლობაში კი სამედიცინო დაწესებულებას სხეულის ტემპერატურის ცხელებით ორმა პაციენტმა მიმართა. კლინიკის დირექტორის, ირაკლი ლაღიძის ინფორმაციით, პაციენტებს უკვე აუღეს ანალიზები და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.
ლაღიძის თქმით, პასუხები გვიან ღამით ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.