სამტრედიის ცხელების ცენტრში ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამტრედიის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ოთხივე პასუხი უარყოფითია.
სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის, ლელა ხურციძის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სტაციონარში ცხელების სიმპტომით არც ერთი პაციენტი არ შესულა.