სამტრედიის ცხელების ცენტრში ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ორივე პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორმა, ლელა ხურციძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სტაციონარში ცხელების სიმპტომით ორი პაციენტი მიიღეს. მათ ანალიზები უკვე აუღეს და ლაბორატორიაში გაგზავნეს.