სამტრედიის ცხელების ცენტრში მოთავსებულ ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში მოთავსებულ ერთ პაციენტზე ლაბორატორიიდან ტესტის პასუხი მიიღეს და მას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის, ლელა ხურციძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში საკვლევი პაციენტები ამ ეტაპზე არ ჰყავთ.