სამტრედიის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია
სამტრედიის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია

სამტრედიის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ოთხივე უარყოფითია.

როგორც საქართველოს პირველ არხს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორმა, ლელა ხურციძემ განუცხადა, გასული დღე-ღამის განმავლობაში სტაციონარში ცხელების სიმპტომით პაციენტები არ მიუღიათ.