სამტრედიის ცხელების ცენტრში გამოკვლეულ სამ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და სამივე უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორმა, ლელა ხურციძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, გასული 24 საათს განმავლობაში სტაციონარში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ შესულან.