სამტრედიის ცხელების ცენტრში გამოკვლეულ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა
სამტრედიის ცხელების ცენტრში გამოკვლეულ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა

სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ორივე უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა, ირაკლი ლაღიძემ განუცხადა.

ლაღიძის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, სტაციონარს ოთხმა პაციენტმა მიმართა. მათ ანალიზებს აუღებენ და ლაბორატორიაში გაგზავნიან.