სამტრედიის ცხელების ცენტრში ​კორონავირუსზე სამი პირი გამოიკვლიეს, მათ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ
სამტრედიის ცხელების ცენტრში ​კორონავირუსზე სამი პირი გამოიკვლიეს, მათ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ

სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ცხელებით მოთავსებულ სამ პაციენტთან დაკავშირებით ლაბორატორიიდან კორონავირუსზე უარყოფითი პასუხები მიიღეს.

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის, ლელა ხურციძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში საკვლევი პაციენტები ამ ეტაპზე არ ჰყავთ.