სამტრედიის „ცხელების ცენტრის“ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და სამივე უარყოფითია.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორმა ლელა ხურციძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სტაციონარში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ ჰყავთ.