სამტრედიის ცხელების ცენტრის ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამტრედიის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ოთხივე პასუხი უარყოფითია.
კლინიკაში გასული 24 საათის განმავლობაში ცხელებით ორი პაციენტი შევიდა. მათ უკვე აუღეს ანალიზები და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაიგზავნა. პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.