„სამტრედია“ ვიცე-კაპიტანმა, მეკარე ომარ მიგინეიშვილმა და კაპიტანმა მურთაზ (ბუბა) დაუშვილმა დატოვეს.
მათი წასვლის შემდეგ ბოლო ტურში გუნდი კაპიტნის სამკლავურით ნახევარმცველმა შოთა კერძევაძემ გაიყვანა.
27 წლის ნახევარმცველმა „სამტრედიის“ ოფიცალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.
„ახლა სანაკრებო პაუზაა, შემდეგი მატჩისთვის მზადებას 30 მაისს განვაახლებთ. სამწუხაროა, რომ ბოლო ტურებში სულ დანაკლისით ვთამაშობთ. შემდეგ მატჩში კი ივან ფატიჩი ვერ დაგვეხმარება, თუმცა მოედანზე მაქსიმალური მონდომებით გავალთ. რაც შეეხება ჩემს კაპიტნობას – რასაკვირველია, ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. კაპიტანი უნდა იყოს მაგალითი, როგორ უნდა იშრომოს და თავი დადოს თითოეულმა ფეხბურთელმა შედეგისთვის, გულშემატკივრისა და ქალაქისთვის“, – განაცხადა კერძევაძემ.