სამტრედიასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სამტრედიის შესასვლელთან ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრაილერი და მინივენი შეეჯახნენ.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მინივენის მგზავრები დაიღუპნენ.
ავარიის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან. მიმდინარეობს გამოძიება.