სამტრედიაში მომხდარ ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
სამტრედიაში მომხდარ ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს სამტრედიაში მომხდარ ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ცოლ-ქმარს – ქ.კ.-ს და ბ.მ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„ამ დროისთვის საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის, ასევე, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.