სამტრედიაში მატარებლის დაჯახების შედეგად მამაკაცი დაიღუპა.
შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.