სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა
სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში სამტრედიის საფეხბურთო ცენტრში ორი სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო განათებით, ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით. ამასთან, აშენდა ადმინისტრაციული შენობა გასახდელებითა და ადმინისტრაციული ოთახებით.

პროექტი ფიფას პროგრამის, FORWARD-ის, უეფას პროგრამის, Hat Trick-ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით განხორციელა. ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები სრულიად უფასოდ შეძლებენ.

სამტრედიის გარდა, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განხორციელდა ფოთში და თბილისის ხუთ უბანში, მათ შორის, ვარკეთილში, გლდანში, დიდ დიღომში, ვაკეში და ნუცუბიძის პლატოზე, ამჟამად კი მიმდინარეობს ახალი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დიღმის მასივში.