სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა
სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

ავარია გვიან ღამით, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის დაფნარი-საჯავახოს მონაკვეთზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, საავარიო სიტუაცია „მერსედესის“ მარკის ავტომობილმა შექმნა, რის შემდეგაც ერთმანეთს ჯიპი და „ოპელის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა. შედეგად „ოპელის“ მარკის ავტომანქანაში მსხდომი სამივე მგზავრი გარდაიცვალა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.