გიორგი დათუნაიშვილმა საფეხბურთო კლუბი “სამტრედია” დატოვა – საქართველოს ექს-ჩემპიონის ყოფილმა კაპიტანმა “ლელოსთან” დაადასტურა, რომ გუნდიდან წამოვიდა.
32 ფეხბურთელს “სამტრედიასთან” კონტრაქტი 31 დეკემბერს ამოეწურა და კარიერის გაგრძელება ბოლნისის “სიონში” გადაწყვიტა.
“მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ “სამტრედიასთან” კონტრაქტი დამისრულდა. “სიონს” კი სიტყვიერად შევუთანხმდი და ახალი წლიდან ბოლნისურ გუნდში ვითამაშებ. დარწმუნებული ვარ, ლიგაში დაბრუნებული ”სიონი” ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდება” – ამბობს დათუნაიშვილი.