“სამტრედიას” რიგებში სიახლეა. ეროვნული ლიგის საფეხბურთო კლუბს კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. გუნდს ყაზახეთის პრემიერლიგის “ატირაუს” ყოფილი ფეხბურთელი უჩა ლობჟანიძე შეუერთდა.
კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, 30 წლის მცველი ”სამტრედიაში” 2018 წლის ბოლომდე დაიცავს. ლობჟანიძე თურქეთში გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება.
უჩა ლობჟანიძე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მცველია – მას ”ჯვაროსნებში” 50 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
მცირე ხნის წინ ”სამტერდიამ” ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილიც დაიმატა.