ეროვნული ლიგაში ბოლო, 36-ე ტურის პირველი მატჩი 25 ნოემბერს გაიმართა – “ეროსი მანჯგალაძეზე” “სამტრედიამ” გორის “დილა” მიიღო და ვერ დაამარცხა – 2:2.
31-ე წუთზე “სამტრედიას” კარში დანიშნული პენალტი ირაკლი ძარიამ შეასრულა 0:1. მასპინძლებმა წონასწორობა 50-ე წუთზე აღადგინეს: სტუმართა კარი “სამტრედიას” ნიგერიელმა თავდამსხმელმა, მაიკლ ოლაიტანმა აიღო 1:1.
76-ე წუთზე “სამტრედია” ლეგიონერმა ინტერს გიიმ დააწინაურა 1:2. მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე “დილამ” ქულა გადაარჩინა. თავი გიორგი ფანცულაიამ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:2.
“სამტრედიამ” ეროვნული ლიგის გათამაშება 68 ქულით მე-3 პოზიციაზე დაასრულა და ზედიზედ მესამედ ევროპის ლიგაზე ითამაშებს, ხოლო “დილამ” 41 ქულით და მე-7 ადგილით ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.