„სამტრედია“ უმძიმესი საკადრო პრობლემების წინაშე დადგა. გუნდი მცირე ხნის წინ მეკარე ომარ მიგინეიშვილმა და კაპიტანმა ბუბა დაუშვილმა დატოვეს, რაც გუნდმა დაგვიანებით დაადასტურა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კლუბში აღარც სიდი სანია ირიცხება.
„სამტრედიას“ ოფიციალური ცნობით, 28 წლის სენეგალელმა ნახევარმცველმა გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. მაგრამ შუა სეზონში სამ წამყვან მოთამაშესთან შელევის რა საჭიროება იყო, ამის მიზეზებზე არაფერს იუწყებიან.
კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის წასვლის შემდეგ კი კაპიტნის სამკლავური ნახევარმცველმა შოთა კერძევაძემ მოირგო.
მიმდინარე სეზონში გუნდი უკვე დატოვეს უჩა ლობჟანიძემ, გიორგი განუგრავამ, ანრი ნდონგმა. ახლა კიდევ სამი მოთამაშის წასვლა გუნდს კიდევ უფრო დაასუსტებს. არადა, „სამტრედია“ საქართველოს მალე ევროპის ლიგაზე წარადგენს.