სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი- გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე უხვი ნალექის გამო მდინარე ლესის წყლის ადიდების შედეგად დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„აღნიშნულ მონაკვეთზე როგორც კი წყლის დონე დაიწევს, გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად დაიწყება, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.

გადაადგილების აკრძალვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.