სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.