სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის 42-ე კმ-ზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ჩატარებული სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის გავლით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს დილას უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარე წყალწითელა და საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდა.