მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე დააზიანა მდინარეზე მშენებარე ხიდის მერვე ბურჯი.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.