ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “სამტრედია“ ყაზახურ “ტობოლს“ შეხვდა და ბოლო წამებზე წააგო.
“სამტრედიამ” ახალი მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით მხოლოდ ოთხჯერ ივარჯიშა, დღეს კი შემადგენლობაში შვიდი ახალი ფეხბურთელი იყო. ამის მიუხედავად, სამტრედიელებმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ბოლო წამებზე დამარცხდნენ.
“ტობოლის” ლიდერები საქართველოს ნაკრების წევრები, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი არიან და შეტევების უმრავლესობას ისინი იწყებდნენ.
ყაზახებმა წარმატებას მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო, მე-4 წუთზე მიაღწიეს – მაქსიმ ფედინმა მოჭრილი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა და “სამტერდიამ” ძალაინ დასანანი მარცხი იწვნია 0:1.
განმეორებითი შეხვედრა 19 ივლისს კოსტანაიში გაიმართება და ცხადია, ფავორიტი ყაზახური გუნდია.