კვლავ ვერ ხერხდება პიონჩანგის ოლიმპიადაზე სამთო თხილამურების ტურნირის დაწყება.
ამჯერად, ძლიერი ქარის გამო გადაიდო გიგანტური სლალომი ქალებს შორის. ორშაბათს, 4 საათსა და 15 წუთზე უნდა ყოფილიყო პირველი ცდა და 8 საათსა და 45 წუთზე – მეორე. მაგრამ ორგანიზატორებმა ჯერ გადადეს სტარტი, შემდეგ კი 15 თებერვლისთვის გადაიტანეს.
გიგანტურ სლალომში უნდა იასპარეზოს ქართველმა ნინო წიკლაურმა, რომელსაც 61-ე სასტარტო ნომერი აქვს.
შეგახსენებთ, რომ ასევე 15 თებერვლისთვის არის გადადებული კაცების სწრაფდაშვება, რომელიც შაბათს უნდა გამართულიყო.
ახლა, 15 თებერვლის განრიგი ასე გამოიყურება:
4:30 გიგანტური სლალომი. ქალები. I ცდა
6:00 სწრაფადაშვება. კაცები
8:15 გიგანტური სლალომი. ქალები. II ცდა