23 თებერვალს Red Bull Homerun-ის გუდაურის შეჯიბრის გამარჯვებულები გამოვლინდებიან

23 თებერვალს გუდაურში Red Bull Homerun მესამედ ჩატარდება. სტარტი 16:00 საათზე, „გუდაურას“ სასრიალო ტრასაზე იგეგმება. ექსტრემალურ- გასართობ შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესიონალ და მოყვარულ მოთხილამურეებს/სნოუბორდისტებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 16 წელი.

Red Bull Homerun-ს უნიკალური ფორმატი აქვს: სტარტიდან 50 მეტრს მონაწილეები, საკუთარ თხილამურებამდე/სნოუბორდამდე, სირბილით გადიან. შემდეგ კი, სწრაფად ეშვებიან ფინიშისკენ, სადაც მონაწილეებსა და მათ გულშემატკივრებს დაუვიწყარი გართობა ელოდებათ.

ფულადი პრიზით დაჯილდოვდებიან ყველაზე სწრაფი მოთხილამურე და სნოუბორდისტი გოგო/ბიჭი, ყველაზე კრეატიულად ჩაცმულ მონაწილეს კი, „რედკო საქართველოსგან“ ერთდღიანი დასვენება გადაეცემა.

გასულ წელს გუდაურში, 150-მა ზამთრის სპორტის მოყვარულმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ ტურისტები უკრაინიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან და ა.შ.

Red Bull Homerun-ის პირველი შეჯიბრი წელს უკვე გაიმართა ბაკურიანში, სადაც მონაწილეობა 70-მდე ზამთრის სპორტის მოყვარულმა მიიღო. თხილამურის კატეგორიაში ყველაზე სწრაფები აღმოჩნდნენ სუსანა გავვა და დავით თედიაშივლი, ხოლო სნოუბორდის კატეგორიაში – საბა ქუმარიტაშვილი და ეკატერინე უროევა. ბეჟანი მიქაბერიძე კი დაჯილდოვდა ყველაზე კრეატიული კოსტიუმისთვის.

Red Bull Homerun-ში მონაწილეობა უფასოა.

დატოვე კომენტარი